ანა ბიბილაშვილი - მნიშვნელოვანია, ქალაქში  ტრადიციები შენარჩუნდეს და  ჯანსაღი ცხოვრების წესს ხელი შევუწყოთ

"ლელოს" მთავარი მიზანი, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პრევენციაა, რომელსაც პარტია აუცილებლად გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაცით, "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, "ლელოს" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე, პარტიის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვატო სურგულაძე, 12 სექტემბერს სოფელ დიღომში გამართულ ცხენების შეჯიბრებას დაესწრნენ, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სოფელ დიღმის, სოფელ ლისის, დაბა წყნეთის, ვაშლიჯვრის, სტეფანწმინდის, სოფელ მუხრანის, სოფელ ჩარდახის, ერედას ცხენოსნები. "ლელოს" მერობის კანდიდატის ანა ბიბილაშვილის თქმით, ქვეყანაში სპორტის განვითარებას ხელი უნდა შეეწყოს, ცხენოსნობა კი ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც ქვეყანაში უნდა განვითარდეს. შეჯიბრის შემდეგ, ბიბილაშვილმა გამარჯვებულები საპატიო სიგელით დააჯილდოვა და მონაწილეებს განსაკუთრებული შეჯიბრის გამართვისა და ცხენოსნობის ტრადიციის შენახვისათვის მადლობა გადაუხადა. "დღეს არის პოზიტიური ღონისძიება სოფელ დიღმისათვის და მადლობა მათ, რომ ამ ტრადიციას უნარჩუნებენ ქალაქსა და თბილისს. მნიშვნელოვანია, ტრადიციები შენარჩუნდეს ქალაქში და ჩვენც ჩვენი მხრივ, ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს", - განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო