გიორგი გახარია - ნათია მეზვრიშვილი არის ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი, წარმატებული ადამიანი, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ღირსეულად ემსახურებოდა ყველა ეტაპზე

პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, პარტიის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ნათია მეზვრიშვილი არის ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი, წარმატებული ადამიანი, რომელიც ყველა ეტაპზე, ქართულ სახელმწიფოს ღირსეულად ემსახურებოდა.

როგორც გახარიამ გლდანში, კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, ნათია მეზვრიშვილი ერთგული ადამიანია.

„ერთი რამ უნდა იცოდეთ, თქვენ არ იცით მისი ერთგულების ხარისხი, თავზე გადაგყვებათ, არ გავა აქედან და დამიჯერეთ, ბევრი რამ შეუძლია. პარტიულობას მისთვის მნიშვნელობა არასოდეს არ ჰქონდა. კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი და ღირსება - ეს არის ძირითადი პრინციპი, რის საფუძველზეც ჩვენ ვიკრიბებით და ვერთიანდებით. ვერთიანდებით არავის წინააღმდეგ, არამედ საქართველოს მომავლისთვის. ჩვენ არავისთან ბრძოლა არ გვჭირდება. ჩვენ არავის არაფერს ვუმტკიცებთ და ბრძოლა, ჩვენთვის თვითმიზანი არ არის. ამან წარმოუდგენელი ისტერიკა და შიში გამოიწვია ზოგიერთებში. დღეს ზოგი ჩვენი თანამებრძოლი, ჩვენი მხარდამჭერი უდიდესი წნეხის ქვეშ არის - წარმოუდგენელ მეთოდებს იყენებს დღევანდელი „ოცნება“. დღევანდელი პარტიული ბოსები რასაც აკეთებენ, ფაქტობრივად სახელმწიფო ინსტიტუტებს იყენებენ თავიანთი მოქალაქის წინააღმდეგ. ადამიანებს ემუქრებიან სოციალური დახმარების მოხსნით, თუ მაგალითად, ისინი დღეს აქ მოვლენ და მხარს დაგვიჭერენ, თითქოს ეს ბიუჯეტი, „ოცნების“ პარტიული ბიუჯეტი იყოს. ამაზე ვამბობ, როგორ გვაბრუნებენ „ოცნების“ დღევანდელი პარტიული ბოსები წარსულში. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დღეს „ოცნება“ გამოიყენებს ზუსტად იგივე მეთოდებს, რასაც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდება და ის გამოიყენებს ამავე მეთოდებს. „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს გუშინწინდელი დღე, „ოცნება“ ხდება საქართველოს გუშინდელი დღე და ჩვენ გვინდა მომავალში ყურება, წინსვლა.“ - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა.

გიორგი გახარიამ მხარდამჭერებთან გლდანისა და თბილისის განვითარების პრობლემებზეც დეტალურად ისაუბრა და უბნებსა და რაიონებს შორის რესურსებისა და ყურადღების სამართლიანად განაწილების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ეს ქალაქი არის ჩვენი, ამ ქალაქის ბიუჯეტიც გვეკუთვნის ჩვენ და ვიღაც რომ გვამადლის სოციალურ დახმარებას, იქეთ შეგვიძლია დავამადლოთ ხელფასი. მე ყოველთვის ასე ვცხოვრობდი და ყოველთვის ასე ვთვლიდი, რომ ქვეყნის მსახურებას ფასი აქვს მაშინ, როდესაც შენ პირადს გვერდით, მეორე ფლანგზე გადადებ და წინ საერთოს წამოწევ. თუ სახელმწიფო სამსახურში ხარ ასეა, თუ არადა, წადი მაშინ ბიზნესში და აკეთე რაც და რამდენიც გინდა", - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა