სპორტსმენები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში ოქროს მედალს მოიპოვებენ, უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში მოიპოვებენ პირველ ადგილს ან გახდებიან ოქროს მედალოსნები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან. მთავრობის შესაბამისი დადგენილების პროექტს მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

მთავრობის სხდომის დღის წესრიგის თანახმად, საკითხზე მომხსენებელი განათლების და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელია.

საკითხთან დაკავშირებით დეტალები სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა