დავით კოდუას საქმის გამომძიებლის ჩვენებით, ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა, როგორც კოდუას მეუღლეს, ასევე მის შვილს

ცოლისა და შვილის ძალადობის საქმეზე ბრალდებული ბიზნესმენის, დავით კოდუას საქმის გამომძიებლის, ერასტი ჯაკობიას ჩვენებით, ფიზიური დაზიანება აღენიშნებოდა, როგორც კოდუას მეუღლეს, ნათია გედევანიშვილს, ასევე მის შვილს, ეკატერინე კოდუას.

როგორც გამომძიებელმა სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას განაცხადა, ეკატერინე კოდუა სახის მარჯვენა არეში დაზიანებას აფიქსირებდა და მას სიწითლე აღენიშნებოდა.

გამომძიებლის თქმითვე, მათ დაზარალებული დედა-შვილი იმავე დღეს გამოკითხეს.

"გამოძიება შეტყობინების საფუძველზე დავიწყეთ, რომელიც ნათია გედევანიშვილის და ეკატერინე კოდუას მიმართ განხორციელებულ ოჯახურ ძალადობას შეეხებოდა. გამოძიების დაწყებიდან იმავე დღეს გამოკითხა ნათია გედევანიშვილი და ეკატერინე კოდუა. მათ დაადასტურეს დავით კოდუას მიერ ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ინციდენტი ხდებოდა საცხოვრებელ სახლში. ემოციურ ფონზე ნამდვილად იყვნენ, არ ეამაყებოდათ, რომ ამ ვითარებაში ჩავარდნენ, კითხვებს ადეკვატურად პასუხობდნენ. ფიზიკურად დაზიანება აღენიშნებოდა, როგორც ქალბატონ ნათია გედევანიშვილს, ასევე ეკატერინე კოდუას, ის მარჯვენა სახის არეში აფიქსირებდა დაზიანებას და სიწითლე აღენიშნებოდა. დაზიანების წარმომავლობასთან დაკავშირებით, დავუსვით კითხვები და აღწერეს, თუ რა გარემოებაში მიიღეს. მათი თქმით, ოჯახური კონფლიქტი ჰქონდათ, რა დროსაც დავით კოდუამ მეუღლეს დაზიანება მიაყენა მათ შორის, ფეხის არეში და ასევე, ეკატერინე კოდუას. მე ფაქტს არ შევაწრებივარ, რასაც დაზარალებულები ჰყვებოდნენ, ამ ფაქტს გაწვდით.

როგორც ეკატერინე კოდუა აცხადებდა, ის ჩაერთო კონფლიქტში და დედას იცავდა, რა დროსაც მას კოდუამ დაარტყა", - განაცხადა ჯაკობიამ.

პროკურორის კითხვაზე, თუ რა იყო ძალადობის მოტივი, გამომძიებელმა უპასუხა, რომ ეს „პირადულია".

„დაზარალებულები ამბობდნენ, რომ ბატონ დავით კოდუას საყვარელი ჰყავდა, მის ვინაობასაც ასახელებდნენ და ამის გამო ჩვენ გვცემსო", - განაცხადა ჯაკობიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენი დავით კოდუა მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დააკავა. კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ აქვს შეცვლილი.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს