კონსტანტინე ზარნაძე - ვერ ვხედავ, რომ ჩემს კონკურენტებს გლდანის რაიონის პრობლემები ოდნავ მაინც აინტერესებთ, ვფიქრობ, მათ სხვა გათვლები აქვთ

ვერ ვხედავ, რომ ჩემს კონკურენტებს გლდანის რაიონის პრობლემები ოდნავ მაინც აინტერესებთ. ვფიქრობ, მათ სხვა გათვლები აქვთ, - ამის შესახებ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კონსტანტინე ზარნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მის კონკურენტებს პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა სურთ, გლდანის რაიონთან დაკავშირებული პრობლემები კი „მასზე მეტად ვერ ეტკინებათ“.

„პირდად მე, ერთი რამ ზუსტად ვიცი. გლდანის რაიონის პრობლემები და იქ მცხოვრები ადამიანის პრობლემები ფიზიკურად ვერ დააინტერესებთ და ვერ ეტკინებათ ჩემზე მეტად. არ ვიცი, რა პროგრამა აქვთ მათ, ყურიც არ მომიკრავს, შეიძლება, ჩემზე უკეთესი პროგრამა აქვთ, თუ უკეთესად გინდათ ამ რაიონის განვითარება, თქვენს გვერდზე ვარ, შეიძლება, ესეც ვუთხრა, უბრალოდ, ვერ ვხედავ, რომ ჩემს კონკურენტებს გლდანის რაიონის პრობლემები ოდნავ მაინც აინტერესებთ. ვფიქრობ, მათ სხვა გათვლები აქვთ, სხვა პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა უნდათ“,- აღნიშნავს ზარნაძე.

ამასთან, როგორც კონსტანტინე ზარნაძემ აღნიშნა, მას დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ნათესაური კავშირი არ აქვს.

„ბევრს ჰგონია, რომ მე ნათესაური კავშირი მქონდა, ნათლული ვიყავი და ასე შემდეგ. მინდა ვთქვა, რომ არანაირი კავშირი არ მქონია ქალაქის მერთან, გარდა იმისა, რომ 2017 წელს, ერთ-ერთი ადამიანი ვიყავი, ვინც მის გვერდით დავდექი, ძალიან მჯეროდა მისი, როგორც ადამიანის, მას ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის არა მარტო პოლიტიკაში, პოლიტიკის გარეთაც. მსოფლიოს გააცნო ჩვენი ქვეყანა, ზუსტად ვიცოდი იმ შრომისმოყვარეობას და თავდადებას, რაც მას ახასიათებს, ქალაქის მართველობაში გადმოიტანდა. გლდანის რაიონი, რომელიც მე მთელი ბავშვობა მახსოვს, იყო ყოველთვის მიგდებული, არავის აინტერესებდა ე.წ. პერიფერია, გარეუბანი, ყოველთვის ყურადღებას აქცევდნენ ცენტრალურ უბნებს. ჩვენ არც სტადიონი, არაფერი არ გვქონდა, კახიმ გაამართლა ჩემი იმედები, ვიდრე მე ველოდი. დღეს მოწესრიგებული გლდანის რაიონი გვაქვს“, - აღნიშნავს ზარნაძე.

მან წინასაარჩევნო პერიოდსა და კამპანიზეც ისაუბრა. როგროც ის აღნიშნავს, გლდანის რაიონი არ არის მისი დროებითი თავშესაფარი, არამედ სახლია.

„ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს. დღეში 6-7-, ხან 8 შეხვედრაც. ყველა უბანში დავდივარ, მივდივარ ყველა იმ ადამიანთან, ვისაც კონკრეტული პრობლემა აწუხებს. მე გლდანში დაბადებული და გაზრდილი ვარ, ვმუშაობდი გლდანის გამგებლის მოადგილის პოზიციაზე, ინფრასტრუქტურის და მშენებლობის მიმართულებით. ყველა ის პრობლემა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს ძალიან კარგად ვიცი. ეს რაიონი არ არის დროებითი თავშესაფარი, ეს არის სახლი, ყველაზე ბევრი მეგობარი ამ რაიონში მყავს. არ ვაპირებ ეს 4 წელი ისე გავატარო, რომ ვინმესთან თვალებში შეხედვის მომერიდოს. ვაპირებ მაქსიმალურად დავიხარჯო ამ რაიონის კეთილმოწყობაში“,-აღნიშნავს ზარნაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო