თამარ იოსელიანი - „პორტების საერთაშორისო  უსაფრთხოების პროგრამით” გათვალისწინებული აუდიტში საქართველომ ისევ საუკეთესო შეფასება მიიღო

„პორტების საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამით“ გათვალისწინებულ აუდიტში საქართველომ კვლავ საუკეთესო შედეგი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

აუდიტის შედეგები საქართველოს საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობამ აშშ-ს დელეგაციასთან შემაჯამებელ შეხვედრაზე განიხილა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველო აშშ-ს მთავრობის „პორტების საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამაში“ მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც 2014 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მოწმდება საზღვაო უშიშროების დონე საქართველოს ნავსადგურებში. პანდემიის გამო 2020 წელს დაგეგმილი აუდიტი 2021 წელს ჩატარდა. მისი თქმით, ასევე ფასდება სახელმწიფოს მიერ ნავსადგურების და გემების უშიშროების საერთაშორისო კოდექსის (ISPS Code) სათანადო დანერგვა. სწორედ აღნიშნული აუდიტის შედეგად საქართველოს პორტებში დამუშავებული ტვირთი და გემები აშშ-ს ნავსადგურებში უსაფრთხოდ არის ცნობილი.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქართულ ნავსადგურებში უსაფრთხოებისა და უშიშროების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით საქართველო წლიდან წლამდე აუმჯობესებს მაჩვენებლებს. 2018 წლის აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველომ საუკეთესო შეფასება მიიღო, რისთვისაც საქართველოს დელეგაციას აშშ-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა სპეციალური ჯილდო “Excellency Award’’ გადასცა. წელს ჩატარებული აუდიტის შედეგები კი აჩვენებს, რომ აღნიშნული მიღწევები არა მხოლოდ შევინარჩუნეთ, არამედ გავაუმჯობესეთ,“ - აღნიშნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო