კახა კალაძე ფოთში გიგი უგულავას ბანერის დაზიანებაზე - კატეგორიულად ვემიჯნები და ძალიან ცუდია, თუ ასეთი ფაქტები ფიქსირდება

კატეგორიულად ვემიჯნები და ძალიან ცუდია, თუ ასეთი ფაქტები ფიქსირდება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ფოთში გიგი უგულავას ბანერის დაზიანების ფაქტს.

მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები ყოვლად დაუშვებელია.

„ყველას მინდა მოვუწოდო, რომ საარჩევნო ბანერების დახევისგან და შეურაცხყოფისგან თავი შეიკავონ. რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ვიღაც, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს და საზოგადოებას. სამწუხაროდ, ჩემს ბანერებთან დაკავშირებითაც იყო ასეთი პრობლემა, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა