ბათუმის გეზში სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ბათუმი“ კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კომპანიის მიერ, შემოტანილ სხვადასხვა სახეობის ტვირთზე, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის მიმართ რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრა.

„საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი”-ს უფლებამოსილი პირის მიერ, აღრიცხვის მოწმობის თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის შემოსვლისას წარმოდგენილი თანმხლები დოკუმენტაცია) და ტვირთის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა 3 950 კილოგრამი არადეკლარირებული ტანსაცმელი, რომლის საბაჟო ღირებულებამ საერთო ჯამში - 192 039 ლარი შეადგინა. ამასთან, გამოვლინდა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში სასაქონლო ნიშნების შესაძლო უკანონო გამოყენების ფაქტი.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს