კახა კალაძე - მინდა ვთხოვო საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ მოაწყონ შესაბამისი პლატფორმა, სადაც მერობის 16-ვე კანდიდატთან მექნება შესაძლებლობა დებატებში მივიღო მონაწილეობა

დებატებთან დაკავშირებით მეც გამოვთქვი თანხმობა და პრობლემა არ მაქვს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, დათანხმდება თუ არა „ქართული ოცნების“ კანდიდატი ოპონენტების მოთხოვნას საჯარო სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის თაობაზე.

კალაძემ განმარტა, რომ დებატებისთვის მზად არის. მან საზოგადოებასა და ოპონენტებს ასევე შესთავაზა სასურველი ტელევიზია.

„მინდა ვთხოვო საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ შესაბამისი პლატფორმა მოაწყონ, სადაც 16-ვე კანდიდატთან მექნება შესაძლებლობა რომ დებატებში მივიღო მონაწილეობა“, - აღნიშნა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა