ანა ბიბილაშვილი - „ლელო“ აკეთებს იმას, რაც დღევანდელმა მერიამ ადამიანებს ვერ გაუკეთა, ივერთუბანს სჭირდება და უნდა ჰქონდეს კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა

„ლელოს” მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა და პარტიის ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ჟღენტმა დღეს მერიაში განცხადება შეიტანეს, რომელიც ივერთუბნის ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

„ლელო“ წევრები რამდენიმე დღის წინ ივერთუბნის მოსახლეობას შეხვდნენ, ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებს და მის მოგვარებას დაჰპირდნენ.

„ლელო“ მერობის კანდიდატის ანა ბიბილაშვილის თქმით, ივერთუბნის მაცხოვრებლებს არ აქვთ სკვერი და ისეთი ადგილები, სადაც ბავშვები შეძლებენ თამაშს, მითუმეტეს პანდემიის პირობებში.

„ცოტა ხნის წინ ივერთუბანში ვიყავით და ვნახეთ დასახლება, სადაც ათასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. მათ არ აქვთ არც სკვერი და არც ისეთი ადგილი, სადაც ბავშვები შეძლებენ ყოფნას. მოვიძიეთ ახლომდებარე ადგილზე 1000 კვადრატული მიწა, რომელიც არის მერიის, ანუ ჩვენი მოსახლეობის ბალანსზე, გავაკეთეთ განაცხადი, რის შემდეგაც მერიას მოვთხოვთ მოაწყოს ტერიტორიაზე პარკი და გასართობი მოედანი,” - განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.

“ლელოს” ჩუღურეთის დეპუტატობის კანდიდატმა, კახა ჟღენტმა მერიაში განცხადების შეტანამდე, აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს, რომელსაც “ლელო” პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, მათ გვერდით იდგება და დაეხმარება ყველა სახის პრობლემის გადაჭრაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო