ბათუმის მერობის კანდიდატი კახაბერ ცირსკარიძე - ბათუმი ტურისტული ქალაქია, შესაბამისად, უფრო აპოლიტიკური მერი მოუხდებოდა

ჩემი მიზანია, გავხდე ქალაქ ბათუმის პირველი დამოუკიდებელი აპოლიტიკური მერი - ქალაქის პრიორიტეტი უნდა იყოს კულტურა და ხელოვნება, ეს არის მისი მიზიდულობის მთავარი ძალა, - ამის შესახებ მომღერალმა და ბათუმის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კახაბერ ცისკარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ბათუმი ტურისტული ქალაქია და „აპოლიტიკური მერი მოუხდება“.

“ჩემი მიზანია, პირველ რიგში, მერის პოზიცია, როგორც პოლიტიკოსის, გამოვიყვანო პოლიტიკური პოზიციიდან, არ არის სავალდებულო პოლიტიკოსი პოლიტიკური პარტიიდან იყოს. ვფიქრობ, ბათუმის მერი აპოლიტიკური უნდა იყოს. ჩემი მიზანია, გავხდე ქალაქ ბათუმის პირველი დამოუკიდებელი, აპოლიტიკური მერი. ბათუმი ტურისტული ქალაქია, შესაბამისად, ვფიქრობ, უფრო აპოლიტიკური მერი მოუხდებოდა.

მინდა ერთი ფაქტი გავიხსენო. მე ვარ მერობის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც იჯდა ცენტრალურ პარკთან. პირველი პრეცედენტია, რომ პირადად კანდიდატი იყო გამოსული ქუჩაში და ხელმოწერებს აგორვებდა“, - აღნიშნავს ცისკარიძე.

როგორც კახაბერ ცისკარიძე განმარტავს, ხელმოწერების შეგროვებაში ცნობადობა დაეხმარა.

„ქალაქ ბათუმის მერის პოზიციას ცოტა სხვანაირად ვხედავ. რაც შეეხება ცნობადობას, დიახ, შესაძლებელია, რომ ცნობადობა დამეხმარა ხელმოწერების შეგროვებაში, რამაც პირველი დამოუკიდებელი კანდიდატი გამხადა. აღმოჩნდა, რომ პირველი განმცხადებელი ვარ, დამოუკიდებელ კანდიდატობაზე, ეს უკვე ვფიქრობ, საინტერესო პროცესია.

4 წლის წინანდელი პროგრამიდან მინდა გავიხსენო, რომ პირველი ადამიანი აღმოვჩნდი, რომელმაც ქალაქ ბათუმს პრიორიტეტი მისცა. ყოველთვის ვამბობ, რომ ქალაქს პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს, პრიორიტეტი უნდა იყოს კულტურა და ხელოვნება, ეს არის მისი მიზიდულობის მთავარი ძალა, როგორც ჩვენი ქვეყნის, მითუმეტეს, ქალაქ ბათუმის.

აქცენტი უნდა გაკეთდეს კულტურაზე, ხელოვნებასა და განათლებაზე, ასევე სხვა უამრავ საკითხზე, რომელსაც კულტურა და ხელოვნება მოიცავს. არცერთი მერი არ აგებს თვითონ არც გზას და არც გაყვანილობა გაყავს, მოდით, ამაში შევთანხმდეთ, ამისთვის კვალიფიციური კადრები არსებობს“, - აღნიშნავს ცისკარიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო