პარლამენტის კულტურის კომიტეტი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თაობაზე წარდგენილ საინიციატივო ჯგუფის პეტიციას კულტურის სამინისტროს გადაუგზავნის

პარლამენტის კულტურის კომიტეტი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თაობაზე წარდგენილ საინიციატივო ჯგუფის პეტიციას კულტურის სამინისტროს გადაუგზავნის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომა 14 სექტემბერს გაიმართება.

ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პეტიცია, 2500-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით, პარლამენტში “საია-ს“ წარმომადგენელმა სულხან სალაძემ წარადგინა.

პეტიციაში ვკითხულობთ, რომ ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრების ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი და მასში დაცული ქართული კულტურის საგანძური საფრთხეშია.

პეტიციის ავტორები ითხოვენ, პარლამენტი დაინტერესდეს ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით და მის ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს როგორც საკითხის საჯაროობა, ისე მიმდინარე პროცესებზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტური განხორციელება.

პეტიციაზე ხელმომწერთა მოთხოვნაა: -

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის და შეულახავი რეპუტაციის სპეციალისტების მონაწილეობით უზრუნველყოს ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრების და რესტავრაციის პროექტის შესრულება. ინფორმაცია აღნიშნული ყველა ეტაპზე იყოს ღია და ხელმისაწვდომი. წარმოადგინოს სამუზეუმო ფონდების და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების და ექსპონატების დროებითი განთავსების ზუსტი ადგილის მითითებით. უზრუნველყოფილი იყოს როგორც აღნიშნული პროცესის საჯაროობა, ისე პროფესიული საზოგადოების ჩართულობა.

პროცესს ჩამოშორდნენ არასათანადო კვალიფიკაციის ჩინოვნიკები, ვინც გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრების, რესტავრაციის და შენობაში ხელოვნების მუზეუმის დაბრუნების საკითხს. სამინსიტროს მხრიდან პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა კვლევის ან ვისი პროფესიული რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეროვნული მუზეუმის, როგორც ერთიანი ინსტიტუციის დაშლისკენ მიმართული გადაწყვეტილება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა