ანა ბიბილაშვილი - ელიავას რეკონსტრუქცია ისე უნდა მოხდეს, რომ ადამიანი არ დაზარალდეს და ქალაქის ეკოლოგიაც გაუმჯობესდეს

ლელოს” მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი და პარტიის დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიტო აბაშიძე დღეს ელიავას ბაზრობაზე მომუშავეებს შეხვდნენ.

“ლელოს” მერობის კანდიდატის ანა ბიბილაშვილის თქმით, ელიავაზე მომუშავე 3000 მეტ ადამიანს აქვს უნდობლობა, რადგან ისინი თვლიან, რომ ბაზრობის რეკონსტრუქციის შემდეგ ისინი უშემოსავლოდ დარჩებიან.

“რამდენიმე დღის წინ კალაძემ განაცხადა, რომ იწყებს ელიავას რეკონსტრუქციას და ყველა ადამიანს გავესაუბრებით, თუმცა ჩვენ ამ ტერიტორიაზე ვერ ვიპოვეთ ვერც ერთი დასაქმებული ვისაც ის შეხვედრა და გაესაუბრა. სივრცეები ისე უნდა განვითარდეს, ქალაქისთვისაც მისაღები იყოს ეკოლოგიაც გაუმჯობესდეს და ადამიანებს არ შეექმნათ პრობლემები. აუცილებლად ადამიანი გავითვალისწინოთ ყველა ცვლილების დროს. პანდემიის გამო ხალხს ისედაც შეუმცირდა შემოსავალი და არ შეიძლება მერიამ ხელოვნურად კიდევ უფრო დიდი ფინანსური პრობლემა შეუქმნას ამ ადამიანებს”,- განაცხდა ანა ბიბილაშვილი.

„ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დიტო აბაშიძის თქმით, ელიავას რეკონსტრუქციას მერია ძალიან ბევრჯერ დაჰპირდა აქ მომუშავეებს, მაგრამ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.

„ახლა ვართ ელიავაზე, სწორედ იმ ტერიტორიაზე, რომლის განვითარებაც კალაძემ გადაწყვიტა, ისე რომ აქ მომუშავე ადამიანებს და მათ ოჯახებს არაფერი არ უთხრას. ეს პრობლემა არის მთლიანად თბილისის, თუმცა ჯერ არაფერი არ შეცვლილა და დღემდე ის ქაოტური სიტუაცია და ანტისანიტარიაა რაც იყო წლების წინ. ჩვენ აქ შევხვდით ადამიანებს რომელებიც უნდობლობას უცხადებენ მერიას. მათ ჰგონიათ, რომ ეს პროექტი დაიწყება და ისინი დარჩებიან უშემოსავლოდ“ , - განაცხადა დიტო აბაშიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა