გია ვოლსკი - ჯარი პატრიოტებითა და პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და ასეთ მოღალატეობრივ განცხადებებს ყურს არ დაუგდებს

ჯარი პატრიოტებითა და პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და ასეთ მოღალატეობრივ განცხადებებს ყურს არ დაუგდებს, - ასე ეხმაურება საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი მიხეილ სააკაშვილის მიმართვას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილისთვის სულ ერთია მიმართავს ჯარს, პოლიციას, ეკონომისტებს თუ მეთუნეებს - მისი ერთადერთი ამოცანაა, როგორმე ქვეყანა შეარყიოს.

"შენი სახელმწიფოს შეირაღებულ ძალებს ის დამამცირებელი სიტყვები არ უნდა უწოდო, რაც მისი პირიდან ამოვიდა. თუმცა ეს გასაკვირი არ არის. ეს არის ადამიანი, ვინც ჩვენი დახოცილი მეომრების ცხედრები ბრძოლის ველზე მიატოვა. ეს არის მთავარსარდალი, ვინც მიწაზე დაწვა, როცა თვითმფრინავის ხმა გაიგონა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიატოვა. ეს არის ადამიანი, რომელიც იმის მაგივრად, რომ საკუთარ ჯარს იცავდეს და სიმპატიას გამოხატავდეს, ოღონდ პოლიტიკური პოზიცია გაიძლიეროს, ნებისმიერ შემთხვევაში, შეუძლია, იკადროს ის, რაც იკადრა. ჩვენი ჯარი არის მოწინავეთა შორის. ჯარს უამრავი სოციალური პრობლემა მოუგვარდა. ჯარი არის ნატო-ს სტანდარტებთან მაქსიმალურად მოახლოებული, მოწინავეთა შორის, არაერთხელ გამოიჩინა თავი. ღირსეული ჯარია ღირსეული ოფიცრებითა და რიგითებით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო