ბადრი ჯაფარიძე - განცდა მაქვს, რომ ყველას გვისმენენ - თუ განცდების დონეზე ვისაუბრებთ, მე მაქვს ასეთი განცდა

განცდა მაქვს, რომ ყველას გვისმენენ, მე მაქვს ასეთი განცდა, თუ განცდების დონეზე ვისაუბრებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" ერთ- ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სუს-ი სასულიერო პირებს უსმენს და საიდუმლო მასალებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, თუკი ასეთი ინფორმაცია საჯაროვდება, ეს უნდა იყოს გამოძიებული, თუმცა, შეფასებას ვერ გააკეთებს ინფორმაციაზე, რომლის კონკრეტული წყარო ცნობილი არ არის.

"თუ მეკითხებით, უნდა გამოიკვლიოს თუ არა უშიშროების სამსახურმა როცა ასეთი ტიპის ინფორმაცია საჯაროვდება, რა თქმა უნდა უშიშროების სამსახურმა ეს უნდა გამოიკვლიოს. გვისმენ თუ არა? - განცდა არის, რომ გვისმენენ. შესაძლოა, მათ შორის, უსმენენ ეკლესიის წარმომადგენლებსაც, მაგრამ კონკრეტულ ინფორმაციაზე შეფასების გაკეთება, სადაც წყარო არ არის ცნობილი, მისი აუთენტურობა დადგენილი არ არის, არ იქნება სერიოზული,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, სუს-ი რეალურად არ არ არის დაკავებული საქმიანობით, რაც მის ფუნქციებშია და ოპონენტების დევნას ახორციელებს.

"სუს-ი რეალურად დაკავებულია სხვა საქმიანობოთ, პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალით, მიყურადებით და ა.შ. სუს- ს არ გამოუვლენია არც ერთი ჯაშუში ბოლო წლებში, არც ერთ უცხოური სპეცსამსახურის აგენტურული ქსელი, ეს არის ფაქტი,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს