ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიღწევადია, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრას, თუმცა, მათ „უფრო მეტის ამბიცია აქვთ“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიღწევადია, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრას, თუმცა, მათ „უფრო მეტის ამბიცია აქვთ“.

როგორც ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყანაში დღიურად 30 000-45 000-მდე აცრა უნდა ჩატარდეს.

„აგვისტოში გვქონდა 23 ათასი საშუალო დღიური აცრა. მთელ აგვისტოში ჩატარდა 715 000 აცრა. ჩვენი გეგმის მინიმუმია, რომ იგივე მაჩვენებელზე ვიყოთ სექტემბერ-ოქტომბერ-ნომებერში, მაშინ ეს 60%-იანი გეგმა მიღწევადია. ჩვენ უფრო მეტის ამბიცია გვაქვს, არა 60%, არამედ მეტი.

ხშირად ვაჟღერებ ამას, რომ ძალიან გვინდა სექტემბერში დღეში იყოს არა 23 000 არამედ 30 000-45 000, თუ იქნა ამ თვალსაზრისით ძლიერი დამყოლობა. დაიწყო ლატარია, მუშაობა მიმდინარეობს, რომ წახალისებები იყოს ხანდაზმული ასაკის ადამიანებისთვის, შესაძლებელი იქნება წახალისების სხვა მეთოდები იქნეს შემოტანილი, რომ როგორმე ჩვენი დღიური აცრის მაჩვენებელი 30 000-ზე ავიდეს“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

როგორც მან აღნიშნა, რესპირაციული ვირუსული ინფექციები ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში დაიწყება, დაავადებათა კონტროლის ცენტის პროტოკოლის თანახმად კი შესაძლებელი იქნება კორონავირუსის და გრიპის ვაქცინა ერთდროულად გაკეთდეს.

„მალე ალბათ, გრიპის საწინააღმდეგო აცრებს დავიწყებთ, ეს იქნება რისკ ჯგუფებზე, როგორც იყო. თუ სხვა აცრებს შორის 14 დღიანი ინტერვალი უნდა იყოს კოვიდთან, CDC-ს ახალი პროტოკოლია, რომ კორონავირუსის და გრიპის ერთდროულადაც გაკეთდეს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ოქტომბერში რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას, რომ სერიოზული იმუნური ფენით შევხვდეთ ცივ სეზონს. ეს გაგრძელდება, აცრები არც დეკემბერში დასრულდება, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა აიცრას ქვეყანაში“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება