ამირან გამყრელიძე - იცავს, ბატონო, იცავს პირბადე, ამიტომ ვატაროთ, არ არის აუცილებელი ყველას მათრახით დაადგე

იცავს, ბატონო, იცავს, ამიტომ ვატაროთ ყველამ ეს პირბადე, არ არის აუცილებელი ყველას მათრახით დაადგე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ქვეყანა პირბადის ტარების მაჩვენებლით 90-95%-ზე ავა, დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლე გადარჩება, ასევე თუ 1000 ადამიანი ორჯერადად აიცრება, ეს იქნება ერთი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე.

„შემიძლია ორმხრივ მოვუწოდო როგორც საზედამხედველო ორგანოებს, ეს გახლავთ პოლიცია, შრომის ინსპექცია, ყველა მუნიციპალიტეტს აქვს, ასევე, თავისი საზედამხედველო ორგანოები, რომ განსაკუთრებული სიმკაცრით იყოს კონტროლი აღსრულებაზე პირბადის ტარების მაჩვენებლის. ჩვენ თუ 90-95%-ზე ავალთ პირბადის ტარების მაჩვენებლით, დეკემბრამდე დავზოგავთ 200-250 ადამიანის სიცოცხლეს. ასევე, თუ 1000 ადამიანი ორჯერადად აიცრება, ეს არის ერთი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე, ამიტომ ყველამ ეს უნდა გავითავისოთ, მაგრამ მარტო ზედამხედველობა, მარტო დაშინება, მარტო ჯარიმა, მარტო შოლტი და მათრახი - არა. ხომ დავრწმუნდით, რომ საკმაოდ ვერაგი ვირუსია, ხომ დავრწმუნდით, რომ ეს პირბადე ერთ-ერთი ყველაზე დამცველი საშუალებაა, მოდით გავითავისოთ! ყველაზე მარტივი აღსასრულებელი საკითხია, რასაც ჰქვია პირბადის ტარება, ამდენს რომ ვამბობთ - იცავს, ბატონო, იცავს, ამიტომ ვატაროთ ყველამ ეს პირბადე, არ არის აუცილებელი ყველას მათრახით დაადგე,“- განაცხადა გამყრელიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის