კახა კალაძე - ის წლები მახსოვს, როდესაც ძალიან ბევრ ადამიანს უსმენდნენ, ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა, თუ ახლაც არსებობს ასეთი რაღაც, ძალიან ცუდია

ის წლები მახსოვს, როდესაც ძალიან ბევრ ადამიანს უსმენდნენ, თუ ახლაც არსებობს ასეთი რაღაც, ეს ძალიან ცუდია და არ მივესალმები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სუს-ი სასულიერო პირებს უსმენს და ამ საიდუმლო მასალებმა სუს-იდან გაჟონა.

მისივე თქმით, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ვინმე ვიღაცას უსმენს.

“ამასთან დაკავშირებით გითხარით. ინფორმაცია არ მაქვს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ვინმე ვიღაცას უსმენს. ის წლები მახსოვს, როდესაც ძალიან ბევრ ადამიანს უსმენდნენ, სახლში ცოლი - ქმარს ვერ ელაპარაკებოდა, მეგობარი მეგობარს ვერ ელაპარაკებოდა, ეს წლები მახსოვს, თუ ახლაც არსებობს ასეთი რაღაც ეს ძალიან ცუდია და არ მივესალმები, მაგრამ არ მაქვს ამასთან დაკავშირებით მტკიცებულება, რომ ეს ახლა გაკეთებულია”, - აღნიშნავს კალაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება