გიორგი ვაშაძე - ხელისუფლება ყველას უსმენს საპატრიარქოსაც, ოპონენტებსაც და თანაგუნდელებსაც, ვინმეს თუ  ეგონა, გამონაკლისი იყო, ეს ილუზიაც დამთავრდა

ხელისუფლება ყველას უსმენს საპატრიარქოსაც, პოლიტიკურ ოპონენტებსაც და თანაგუნდელებსაც. თუ ვინმეს ეგონა, რომ მასთან მიმართებაში იყო გამონაკლისი, ეს ილუზიაც დამთავრდა დღევანდელ დღეს - რად გვინდა ეს მოსმენები? საქმე ვაკეთოთ და ქვეყანა წინ წავიყვანოთ, ვინც საქმეს აკეთებს იმას არაფერში არ სჭირდება მსგავსი უკანონო ქმედებები, - ასე ეხმაურება „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სუს-ი სასულიერო პირებს უსმენს და საიდუმლო მასალებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ,,მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი” მხარდაჭერა ამ „მანკიერი პრაქტიკის“ ერთხელ და სამუდამოდ დასრულებას ნიშნავს.

,,მოახლოვდა არჩევნები და კვლავ გრძელდება ჩანაწერები, მოსმენები, შანტაჟი, რომელიც ჩამოშლილი სისტემიდან ვრცელდება. ეს არის საბჭოთა პრაქტიკა, რომელიც საქართველომ ვერ მოიცილა ვერცერთი ხელისუფლების დროს. ,,მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი” გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა ნიშნავს ამ მანკიერი პრაქტიკის დასრულებას ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში. კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე თანასწორობა უნდა იყოს ყველასთვის, ეს თუ არ შევაჩერეთ ქვეყანა წინ ვერ წავა ვერავითარ შემთხვევაში. კიდევ უფრო მძიმეა, რომ ქვეყანაში, სიტყვა გამოძიებამ შინაარსი დაკარგა, ვინ გამოიძიებს ამ ყველაფერს არსებული ხელისუფლების პირობებში. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, გამოძიება ჩატარდება შემდეგ და ჩვენ, ,,მესამე ძალა” ვიქნებით გარანტი, რომ ყველა მსგავს ფაქტზე გამოძიება ჩატარდეს “, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად „ქართულ ოცნებას“ მის მიერ დასახელებული მერობის ცალკეული კანდიდატები „სუს-ის აგენტებად ჰყავს ქცეული“.

ვაშაძის თქმით, ,,ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია მთლიანად სუს-ს აქვს ჩაბარებული.

,,მათი წარსული არის სამართალდამცავი ორგანოები, ჩვენ ყველაფერს გამოვიძიებთ და გავათავისუფლებთ ამ ხალხს, დაიხევა ყველა ეს „კაგებეშნიკური“ ფაილი, რომელიც კონკრეტული პირების ნების გამოხატვას ეწინააღმდეგება. ვერცერთ ამ დოკუმენტს ვერ მივიღებ მტკიცებულებად, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ სუს-ის თანამშრომლები არიან მერობის კანდიდატები სჭირდებათ იმისთვის, რომ გააკონტროლონ ეს ადამიანები. დასხდნენ ჩვენს კანდიდატებთან და იმსჯელონ ქალაქში რის გაკეთებას აპირებენ, ასეთი არაფერი არ აქვთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა