გიორგი ვაშაძე - ეს არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილებაზე და არა ვინ ჩამოვა თუ არ ჩამოვა ქვეყანაში, ან რა განცხადებებს გააკეთებს

ეს არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილებებზე და არა ვინ ჩამოვა თუ არ ჩამოვა ქვეყანაში, ან რა განცხადებებს გააკეთებს, - ასე გამოეხმაურა „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ყველას თავისი მიზანი აქვს და დანარჩენი საქართველოს მოქალაქეებმა უნდა განსაჯონ.

,,არ მომისმენია და არ ვადევნებ თვალყურს მის განცხადებებს. ჩვენ ვართ თანმიმდევრულები და გვინდა ცვლილებები ქვეყანაში იმისთვის, რომ საქმე ვაკეთოთ. ეს არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილებებზე და არა ვინ ჩამოვა თუ არ ჩამოვა ქვეყანაში, ან რა განცხადებებს გააკეთებს, ყველას თავისი მიზანი აქვს და დანარჩენი განსაჯონ საქართველოს მოქალაქეებმა“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს