„სოფლად მეწარმეობის განვითარების" პროგრამის ფარგლებში, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის კონკურსი გამოაცხადა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად „სოფლად მეწარმეობის განვითარების" პროგრამის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროგრამა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსთან, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-თან და ასოციაცია „ტყის პროდუქტთან" ერთად წარადგინა.

პროგრამის პარტნიორ მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია პარლამენტში გაიმართა.

„პროგრამა, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია CENN-ის დახმარებით განვახორციელებთ, მიზნად ისახავს აგრარული მიმართულებით სტუდენტების ჩართულობას და გააქტიურებას. მათი მოსაზრებების მიღებას, რათა გამოვავლინოთ საუკეთესოები ტყის არამერქნული რესურსების კომერციულ დანიშნულებად გადაქცევაში. აღნიშნული პროგრამა თავისი არსით გულისხმობს ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტების ჩართულობას, მათ მიერ ტყის არამერქნული რესურსის კომერციული გამოყენების ბიზნეს-პროექტების დამუშავებას, ტრენინგებს, წარმატებულ ბიზნესმენებთან შეხვედრებს. პროგრამის ბოლოს უკვე წარმოდგენილი ბიზნესგეგმებიდან შეირჩევა სამი საინტერესო ბიზნეს გეგმა, რომელთა დაჯილდოებაც მოხდება. მადლობა ჩვენს მეგობრებს, როგორც ნიდერლანდების საელჩოს, მის წარმომადგენლებს, ასევე ორგანიზაცია CENN-ს", - განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს როლს გაუსვა ხაზი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა