გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს წევრებთან ერთად რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობას გაეცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს წევრებთან ერთად საქართველოს რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობას და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცესკოს წარმომადგენლებმა სამი დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები გორის, ხაშურის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, ქობულეთისა და ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში გამართეს. გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს წევრებთან ერთად პირადად დაათვალიერა ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში განთავსებული გადათვლის ცენტრები, სადაც შემთხვევითობის პრინციპით წილისყრით გამოვლენილი 5 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა და ვიდეოგადაღება განხორციელდება. ოზურგეთში კი ცესკოს ხელმძღვანელი პირები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგის მე-4 ეტაპს დაესწრნენ.

„სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ წევრებთან ერთად გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან ერთად ის საკითხები განიხილეს, რომელიც უსკოს წევრების ჩართულობით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გადამზადებას შეეხება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამუშაო შეხვედრები რეგიონებში 10-12 სექტემბერს გაიმართა.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს