ცესკო-ს თავმჯდომარე რუმინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რუზვან როტუნდუს შეხვდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში 2 ოქტომბერს დაგეგმილ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე ისაუბრეს.

„ცესკოს თავმჯდომარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რუმინეთის ელჩს თუ რა სიახლეები დაინერგა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და როგორ ემზადება ცესკო არჩევნების გამჭვირვალე და უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

რუმინეთის ელჩი განსაკუთრებით დაინტერესდა ხმის დათვლის ვიდეოფიქსაციის წესითა და საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენების საპილოტე პროგრამით. რუზვან როტუნდუმ გიორგი კალანდარიშვილს ამ მიმართულებით რუმინეთის გამოცდილება გაუზიარა. რუმინეთის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ საელჩო მზად არის დააკვირდეს 2 ოქტომბრის არჩევნებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კალანდარიშვილისა და რუმინეთის ელჩის შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო