ზურაბ ჯაფარიძე გიორგი გახარიაზე - მიფრინავს, თმას იწიწკნის, რისი გულისთვის, რომ კალაძეს დაუმტკიცოს, არ მოუწევია - არ მესმის ეს ქცევა

თვითმფრინავში ჯდება, მიფრინავს, თმას იწიწკნის, რისი გულისთვის, რომ კალაძეს დაუმტკიცოს, არ მოუწევია- ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმადაც მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით მზადდებოდა პროვოკაცია.

ჯაფარიძის შეფასებით, ეს ტრაგიკული ამბავია.

„უნდობლობაზე მეტად ტრაგიკული ამბავი არის, რომ პრეტენზიების და ამბიციების მქონე პოლიტიკოსი ტესტისთვის მიდის სხვა ქვეყანაში. თავმოყვარეობის ამბავია, რატომ უნდა აკეთებდეს ამას პოლიტიკოსი, არ მესმის. როგორ შეიძლება არჩევნების წინ, სერიოზულად განიხილებოდეს, რომ „მე წავალ შესამოწმებლად და დაგიმტკიცებთ, რომ არ ვარ ნარკოტიკის მომხმარებელი.“ ეს სერიოზული ამბავია, რომ თვითმფრინავში ჯდება, მიფრინავს, თმას იწიწკნის, მერე უკან წამოვა, ჩაჯდება თვითმფრინავში, ჩამოვა საქართველოში... ეს შეიძლება სერიოზული ქცევა იყოს პოლიტიკოსისგან? რისი გულისთვის, რომ კალაძეს დაუმტკიცოს, არ მოუწევია. გავიგე, რომ არ ენდობა, მაგრამ ფეხებზე რატო არ იკიდებს?! ჩემზეც ხომ იძახიან, ამას შვრება, იმას შვრებაო, ფეხზე ხომ მკიდია?! მე არ მესმის ეს ქცევა და ალბათ, გახარია უნდა იყო, რომ ახსნა, თმის მოსაწიწკნად როგორ შეიძლება გაფრინდე სადღაც“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება გიორგი გახარიას მხრიდან დებატების შეთავაზებას, ჯაფარიძის თქმით, ეს გამოწვევა მხოლოდ გამოწვევად დარჩება და მას რეაგირება სხვა ლიდერების მხრიდან, არ ექნება.

„დებატები მნიშვნელოვანია, მაგრამ გასაგებია, რომ ეს გამოწვევა დარჩება გამოწვევად, სავარაუდოდ, არცერთი დებატი არ შედეგება. არ მგონია, რომ მელიას აინტერესებდეს გახარიასთან დებატი, მას შეიძლება აინტერესებს კალაძესთან დებატი, მაგრამ კალაძე არ დაჯდება. ეს არის დემონსტრირებაა, რომ მე არ მეშინია და მზად ვარ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს