ნიკა მელია - ბატონ კალაძესა და ბატონ გახარიას შორის ალბათ, გაირკვევა ნარკოურთიერთობები

ბატონ კალაძესა და ბატონ გახარიას შორის ალბათ, გაირკვევა ნარკოურთიერთობები - როგორც ჩანს ერთმანეთის შესახებ აქვთ მიღებული ინფორმაცია ბევრი სხვადასხვა წყაროდან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ ურთიერთობები თავად უნდა გაარკვიონ.

"ბატონ კალაძესა და ბატონ გახარიას შორის ალბათ, გაირკვევა ნარკოურთიერთობები. ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, მრავალი წელი გვერდიგვერდ იყვნენ, მეგობრობდნენ და როგორც ჩანს ერთმანეთის შესახებ აქვთ მიღებული ინფორმაცია ბევრი სხვადასხვა წყაროდან. რატომ ატყდა მათ შორის ნარკოტესტთან დაკავშირებით აი ასეთი იწილო-ბიწილო მოდით, მათ მივანდოთ. მათი ურთიერთობის გარკვევა უნდა მოხდეს ამ ორ ადამიანს შორის", - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ის ნარკოტესტს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩაიტარებს, რადგან აქვს ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა