ნიკა მელია - დავრწმუნდით, რომ არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, ვისაც არ უსმენენ - საარაკო სიგიჟე, ეს არის მორალური დაცემის მაგალითი - "ქართული ოცნება" უნდა შეეგუოს მარცხს

ეს არის მორალური დაცემის მაგალითი - რეჟიმი წარსდგა მთელი თავისი მანკიერებით, ამიტომ კარგს ვერავინ ვეღარ ელოდება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ, განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სუს-ი სასულიერო პირებს უსმენს და საიდუმლო მასალებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა.

მისი თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნები არის გამოსავალი და "ქართული ოცნება" უნდა შეეგუოს მარცხს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიული კუთვნილება გადავდოთ გვერდზე. თუკი ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს ფარული მიყურადება, აღარ უსმენდნენ არც სასულიერო პირს, არც პედაგოგს, არ გამცირებდნენ ჟურნალისტებს და საქართველოს მოქალაქის უფლებები აღარ იყოს შელახული, ცვლილებები უნდა მოვიტანოთ 3 ოქტომბერს.

მე ვფიქრობ, აღარაფერ შუაში არ არის რომელი პარტიის მხარდამჭერი ხარ. მე მაინტერესებს ამ ქვეყანას მომავალი ექნება თუ არ ექნება, დღეს დავრწმუნდით, რომ არ არსებობს საქართველოს მოქალაქე ვისაც არ უსმენენ და ვის მიმართაც არ ხორციელდება ფარული მიყურადება. ისიც ვიხილეთ - მსხვერპლი ისეთი დამუშავებული ჰყავთ, ამ შემთხვევაში სასულიერო პირის სახით, რომ გამოდის და ამბობს - მერე რა, რომ უშიშროების სამსახური მე მიღებსო. ადამიანი პროტესტის გამოხატვასაც ვერ ბედავს - საარაკო სიგიჟე ხალხო. ეს არის მორალური დაცემის მაგალითი, ამიტომ ყველა მივდივართ 2 ოქტომბერს და ხმას ვაძლევთ ოპოზიციას. ჩვენ ვიხილეთ მსხვერპლი, რომელიც არ უარყოფს ამას, მაგრამ თქვა უნდა მისმინონო - აქ უფრო მძიმედ და ტრაგიკულად გვაქვს საქმე, ვიდრე მავანს ჰგონია. ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. ყველაფერზე საუბარი უკვე მერიდება, ყველაფერი დევს ხელის გულზე. რეჟიმი წარსდგა მთელი თავისი მანკიერებით, ამიტომ კარგს ვერავინ ვეღარ ელოდება და გამოსავალი არის 2 ოქტომბერში. "ქართული ოცნება" უნდა შეეგუოს მარცხს", - განაცხადა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო