მამუკა მდინარაძე - ვიხილეთ მორიგი თავდასხმა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე - „ნაცმოძრაობას“ ქართული სახელმწიფოს და ეკლესიის მტრებს, 2 ოქტომბერს ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს

„ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი კუთვნილი ტელეკომპანიების მხრიდან ვიხილეთ მორიგი თავდასხმა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე, ვიხილეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირების კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, ქართული სახელმწიფოს და ეკლესიის მტრებს, 2 ოქტომბრის არჩევნებში ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს.

„ეს არის იმ ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა ახორციელებს წლების განმავლობაში.

სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია, მელაძე და ჩვენი დროის სხვა ბოლშევიკები უკვე დიდი ხანია ცდილობენ ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძვლების შერყევას, თავს ესხმიან სახელმწიფოსა და ეკლესიას, თუმცა, მათი ყველა ეს მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული.

ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ მრავალი საუკუნის მანძილზე გაუძლო მრავალი იმპერიის შეტევას და ბუნებრივია, ამ სასოწარკვეთილი ნეობოლშევიკების შეტევასაც გაუძლებს და მათთან გამკლავებაც არ გაუჭირდება.

ფარული თვალთვალი და მოსმენა, ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევა, ინფორმაციის ფაბრიკაცია და ცრუ ბრალდებების „შეკერვა“, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებული ჩანაწერების ოპოზიციაში ყოფნის დროს გამოქვეყნება, უკვე წლებია ამ პოლიტიკური ძალის ხელწერად იქცა. თუმცა, ამ მეთოდებით მათ ვერც სახელმწიფოს და ვერც ეკლესიის დისკრედიტაცია ვერ შეძლეს. ეს მათ არც მომავალში გამოუვათ.

ქართული სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება და ქართული საზოგადოება დგანან და იდგებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის სადარაჯოზე.

ის გარყვნილება, რაც ვიხილეთ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი ტელეარხების საშუალებით, იმის შედეგია, რომ ეს პოლიტიკური ძალა მყარად არის დარწმუნებული საკუთარ საარჩევნო მარცხში.

ნაციონალურ მოძრაობას, ქართული სახელმწიფოს და ეკლესიის მტრებს, 2 ოქტომბრის არჩევნებში ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს.

ჩვენი მხრივ, ქართულ საზოგადოებას ვაძლევთ მყარ გარანტიას, რომ საქართველოს ხელისუფლება მყარად დაიცავს ჩვენს ეროვნულ იდენტობას და ეროვნულ ინტერესებს”, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის თქმით, მოდელირებულ რელობასთან გვაქვს საქმე.

„თავად ჩაწერეს, თავად ავრცელებენ, თავად ჭრიან და კერავენ, თავად ამზადებენ ამ ჩანაწერებისგან ფაბრიკაციას და ჩვენ ვნახეთ რამდენიმე წუთის წინ, თავადვე ადასტურებენ. თუკი სადმე ამ ინფორმაციაში რეალური ინფორმაციაც გამოერევა - ესეც ნათელი გახდება. მოდელირებულ რეალობასთან გვაქვს საქმე, ამას თავისი ავტორები ჰყავს, შემდეგ თავად ადასტურებენ ამას, თავად ცნობენ საკუთარ თავს ამაში და ყველა შემთხვევაში ეს არეული და გაუგებარი ჩანაწერები და მათი ე.წ. გამოქვეყნება, რა თქმა უნდა, ფაბრიკაცია რადგან არის, ჩვენი ვარაუდით, უმეტესი ნაწილი, ამიტომ ვსაუბრობთ ასე, ემსახურება ერთადერთ რაღაცას, რომ სახელმწიფო და ეკლესია იყოს თავდასხმის ობიექტი მისი დისკრედიტაცია მოხდეს და მოხდეს დაპირისპირება მათ შორის - ეს არ გამოუვათ არასდროს იმიტომ, რომ უკვე წლებია ამას აკეთებენ, წლებია ამ კამპანიაში ჩართეს თქვენი კოლეგები, მაგრამ საბედნიეროდ ამ მიზანს ვერ აღწევენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება