ანგელა მერკელი - სერბეთსა და მთელს რეგიონს ევროკავშირის წევრობამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს : ალბანეთს, სერბეთს, კოსოვოს, მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ჩრდილოეთ მაკედონიას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი.

”ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, სანამ სერბეთი და მთელი რეგიონი საბოლოოდ გახდებიან ევროკავშირის წევრები, რაც ჩვენი საერთო მიზანია. ჩვენ, ვინც უკვე ვართ ევროკავშირის წევრები, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი აბსოლუტური გეოსტრატეგიული ინტერესია, ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები იყვნენ”, - აღნიშნა მერკელმა სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ.

მერკელის თქმით, სერბეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ წლის ბოლომდე მისი ქვეყანა მიაღწევს პროგრესს სასამართლო რეფორმების მიმართულებით, რაც ბლოკის წევრობის წინაპირობაა.

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის რანგში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს უკანასკნელად სტუმრობს. დღეს ის ალბანეთში ჩავა, სადაც ალბანეთის, სერბეთის, კოსოვოს, მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერებს შეხვდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის