4 ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ლონდონის ბაღში ჩუღურეთის ოლქის შეთანხმებული მაჟორიტარობის ოპოზიციური კანდიდატი, გიორგი ნონიაშვილი წარადგინა

ყველა შეთანხმებულ ოლქში მხარი უნდა დავუჭიროთ შეთანხმებულ კანდიდატებს, რათა არ მოხდეს ხმების დაყოფა და რაც ყველაზე მთავარია, მივაღწიოთ ჩვენს საერთო გამარჯვებას. ეს აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტიის საერთო ამოცანაა, - განაცხადა „ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ ჩუღურეთის ოლქში ოპოზიციური კანდიდატის, გიორგი ნონიაშვილის წარდგენისას.

„წარვადგინეთ ჩუღურეთის მოსახლეობასთან შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ნონიაშვილი 2 ნომრით. მინდა თითოეულმა ჩუღურეთელმა იცოდეს, რომ მაჟორიტარულ ბიულეტენში ჩვენი შეთანხმებული კანდიდატი იქნება “ევროპული საქართველოს” სახელით, ნომერი 2-ით. მინდა მოვუწოდო ყველას, ჩვენ ყველამ ერთი საქმე უნდა ვაკეთოთ, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია მოსწონს, რომელი პარტიის ამომრჩეველია ესა თუ ის ამომრჩეველი. ჩუღურეთში და არა მარტო ჩუღურეთში ყველა შეთანხმებულ ოლქში, მხარი უნდა დავუჭიროთ შეთანხმებულ კანდიდატებს, რათა არ მოხდეს ხმების დაყოფა და რაც ყველაზე მთავარია, მივაღწიოთ ჩვენს საერთო გამარჯვებას, რაც არის საერთო ამოცანა აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტიის", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, დღეს ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც უნდა მოგვარდეს.

"დღეს იყო ჩემი წარდგენა ჩუღურეთის საერთო ოპოზიციურ მაჟორიტარობის კანდიდატად, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა ადგილობრივ დონეზეც და ცენტრალურ დონეზეც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ცვლილებების განხორციელების საშუალება გვქონდეს. ადამიანებს სჭირდებათ ცვლილებები, მათ შორის, ჩუღურეთშიც, სადაც გატარებული მაქვს მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპი მას უკავშირდება და ზუსტად ვიცი, რა პრობლემები აქვს ჩუღურეთს. ჩვენ სინამდვილეში გვაქვს გზა, სადაც ან ვამარცხებთ კორუფციას, ვიცავთ ადამიანების უფლებებს. ადამიანებს ერთმანეთი არ სძულთ ან გვაქვს გზა, რასაც “ქართული ოცნება” გვთავაზობს, მიგვაქანებს ჩრდილოეთში, მიგვაქანებს კორუფციისკენ. ეს კორუფცია თითოეულ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ნიშნავს იმას, რომ ყველა წაღებული თეთრი არის ადამიანების ჯიბიდან ამოღებული თეთრი, რომელიც შეიძლებოდა ადამიანებსა და მუნიციპალიტეტების კეთილდღეობას მოხმარებოდა", - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს