„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - თუ პურის ფქვილზე სუბსიდირების პროგრამა არ განხორციელდება, ოქტომბრიდან შესაძლოა, პურის ფასი 10 თეთრით გაიზარდოს

“საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, თუ სახელმწიფო პურის ფქვილზე სუბსიდირების პროგრამას არ განახორციელებს, ოქტომბრიდან შესაძლოა, პურის ფასი 10 თეთრით გაიზარდოს.

როგორც დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ასოციაცია მაქსიმუმს აკეთებს, რათა პურის ფასი სტაბილური იყოს.

„პურის ფქვილზე სუბსიდირების მოხსნის შემდეგ, პურის ფასი 10 თეთრით გაიზარდა. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში პურის ფასი შედარებით დაბალია. პურის ფასი ბევრი კომპონენტისაგან შედგება, მათ შორის ფქვილის, საფუარის, ტრანსპორტირების და მუშახელის ხელფასის ღირებულებისგან. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მოსახლეობისთვის ფასი მტკივნეული არ იყოს და ამიტომ ის შედარებით „სტაბილურად დაჭერილია“. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენით გაიზრდება პურის ფასი, შეიძლება საერთოდ არ გაიზარდოს, თუმცა მე ვვარაუდობ, რომ მომავალ თვეში შესაძლებელია ფასები შეიცვალოს. თუ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას ჩართავს, პურის ფასი არ გაიზრდება, ხოლო თუ არ ჩაირთვება, შესაძლოა, 10 თეთრით გაიზარდოს. ოქტომბრამდე სავარაუდოდ, ფასები არ შეიცვლება“, - განაცხადა დოლიძემ.

„საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ პურის ქარხნებსა და საცხობებში მუშახელის ხელფასების საკითხი ძალიან მწვავედ დგას და თანამშრომლები ანაზღაურების მომატებას ითხოვენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის