თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით აღნიშნულ საქმეში მონაწილე გამომძიებლები დაიკითხებიან. ადვოკატის, კახა წერეთლის ინფორმაციით, საუბარი იქნება იმაზე თუ როგორ მოიპოვეს გამომძიებლებმა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მათგან განსაკუთრებული ჩვენების მოლოდინი არ აქვს.

„დღეს ჩვენთვის ცნობილია, რომ დაიკითხებიან გამომძიებლები, მათგან რაიმე განსაკუთრებულ ჩვენებას არ ველოდებით, საუბარი იქნება იმაზე თუ როგორ მოიპოვეს მათ მტკიცებულებები. დღეს ისევე, როგორც აქამდე, დაცვის მხარის საზიანო მტკიცებულება არ მოგვისმენია და არც დღეს ველოდებით რაიმე განსაკუთრებულს. ეს საქმე აუცილებლად უნდა დასრულდეს გამამართლებელი განაჩენით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს აქვთ მოსაზრება, რომ ეს უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს, თუმცა თავს შევიკავებ ამ შეფასებისგან”, - აღნიშნა კახა წერეთელმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო