შალვა პაპუაშვილი მოსმენებზე - სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, რომ იქნებოდა დეზინფორმაციისა და ზიზღის ენის კამპანია და ეს ასეც ხდება

არჩევნებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე. სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, რომ იქნებოდა დეზინფორმაციისა და ზიზღის ენის კამპანია და ეს ასეც ხდება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს.

მისივე განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია არ აწარმოებს ნამდვილ წინასაარჩევნო კამპანიას, „ქართული ოცნება“ წინასწარ აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ მოსალოდნელი იყო მათი მხრიდან დეზინფორმაციით გაჯერებული „მედიური კამპანიის“ წარმოება.

„რაც შეეხება ამ კამპანიას, რომელიც ახლა არის აწეული, ჩვენ ამაზე ვაფრთხილებდით საზოგადოებას. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ვხედავთ და დღესაც ვხედავთ, რომ ოპოზიცია არ აწარმოებს ნამდვილ წინასაარჩევნო კამპანიას, არ საუბრობს იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვთ მოქალაქეებს ადგილზე, ჩვენ წინასწარ ვაფრთხილებდით ჩვენს საზოგადოებას, რომ მოსალოდნელი იყო მათი საარჩევნო კამპანია სინამდვილეში ყოფილიყო „მედიური საარჩევნო კამპანია“, რომელიც გაჯერებული იქნებოდა დეზინფორმაციით, ზიზღის ენით და სწორედ ამას ვხედავთ დღეს ჩვენ, როდესაც ხდება გარკვეული ამბების მოყოლა და ამის წარმოჩენა, თითქოს ეს არის ფაქტი და შემდეგ სხვა ადამიანებისთვის მოთხოვნა, რომ მათ თავი იმართლონ და ა.შ. ეს არის ტიპიური კამპანია დეზინფორმაციის. ფაქტია, რომ არჩევნებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე და სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, რომ იქნებოდა დეზინფორმაციისა და ზიზღის ენის კამპანია და ეს ასეც ხდება. ფაქტია, რომ ყველაფერი, რაზეც მიდის საუბარი, ეს გახლავთ ან ზეპირი საუბარი ან ფურცლებზე დაწერილი საკითხები, როლის ფაბრიკაცია შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ესეც ფაქტია, აქედან გამომდინარე, ამაზე დაყრდნობით რამე ღრმა მსჯელობებს ვერ გავმართავთ. რაც შეეხება გამოძიებას, ეს არ წარმოადგენს ჩემს კომპეტენციას, როგორც პარლამენტის წევრისა, აქ რაიმე აზრი არ შეიძლება მქონდეს, ეს გახლავთ შესაბამისი სამართალდამცველი უწყებების კომპეტენცია, განსაზღვრონ, არის თუ არა აუცილებელი ამ რაიმე საკითხზე გამოძიების დაწყება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს