საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თეიმურაზ მღებრიშვილმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა - ნათია ლოლაძემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის, რეაგირებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა, რათა მოხდეს ადგილობრივი თემების, ინსტიტუციების განმტკიცება და მოწყვლადობის შემცირება.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაცია ახორციელებენ ერთობლივ პროექტს, სახელწოდებით - „სამოქალაქო დაცვის სისტემის გაძლიერება მოხალისეთა შესაძლებლობების გაძლიერების გზით“. პროექტის ფარგლებში, წინასწარ განსაზღვრულ საპილოტე რეგიონებში დაგეგმილია მოხალისეთა ჯგუფის მომზადება და გადამზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ურთიერთგაცვლის მეშვეობით, საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების შესაძლებლობის გაძლიერების მიმართულებით, წლების განმავლობაში ნაყოფიერად თანამშრომლობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა