მამუკა ხაზარაძე - ეს არის დიდი სპექტაკლის ნაწილი, რომ ჩვენ წინასაარჩევნოდ დაგვასაქმონ სასამართლო დარბაზში სიარულით

ეს არის დიდი სპექტაკლის ნაწილი, რომ ჩვენ წინასაარჩევნოდ დაგვასაქმონ სასამართლო დარბაზში სიარულით, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მისი, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი იმართება.

ხაზარაძის განცხადებით, აღნიშნული საქმე მათი გამარჯვებით დასრულდება და არანაირი სხვა პერსპექტივა არ აქვს.

„ვინც ერთხელ მაინც დაესწრება ამ პროცესს, მიხვდება, რამხელა აბსურდთან არის საქმე. მაგრამ ეს დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით. ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა არ აქვს”, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე ინფორმაციით, მოითხოვს გამოძიებას დაწყებას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ ბადრი ჯაფარიძისთვის გადაცემულ წერილზე, რომელზეც 20-მდე ადამიანის თითის ანაბეჭდები იყო.

„ასევე, მოვითხოვ დაიწყოს გამოძიება გახარიას გადმოგზავნილ წერილზე, უკვე 2 წელია ეს საქმე დევს, როდესაც განცხადება გააკეთა, რომ მისი თითის ანაბეჭდები არ არის ამ წერილზე, პრემიერ-მინისტრს დანარჩენ 20 ანაბეჭდზე კითხვა რომ არ გაქვს, ხარ თანამონაწილე, ამიტომ ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, თუ გვინდა ნორმალური ქვეყნის აშენება. თუ ასეთ ადამიანებს, რომლებიც გუშინ დანაშაულს სჩადიოდნენ და დღეს პოლიტიკოსებად გვევლინებიან საზოგადოება მხარს დაუჭერს, ვიქნებით ყოველთვის გაუბედურებულ სიტუაციაში”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება