კახა კუჭავა - ოკუპაცია დროებითია - დარწმუნებული ვარ, დეოკუპაციას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას შევძლებთ

ოკუპაცია დროებითია, ეს ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ გვაქვს მტკიცე პოლიტიკა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, დეოკუპაციას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას შევძლებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ კასპის მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენისას განაცხადა.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, არჩევნები მშვიდად, კონკურენტულ, დემოკრატიულ გარემოში ჩაივლის.

„მოგესალმებით, განსაკუთრებით მივესალმები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს, გმირ ოჯახებს, რომლებიც არ ტოვებენ თავიანთ კარმიდამოს, არ ტოვებენ და ბოლომდე ცდილობენ სწორედ აქ შექმნან სარგებელი თავიანთი ოჯახებისთვის და მთელი რეგიონისთვის.

ოკუპაცია დროებითია! ეს ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ გვაქვს მტკიცე პოლიტიკა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, დეოკუპაციას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას შევძლებთ.

თქვენი აქტიურობა არჩევნებზე მნიშნელოვანია, რათა დავასრულოთ ყველა ის პროექტი, რომელიც დაწყებულია და შემოვიტანოთ ბევრი სიახლე არა მარტო ამ მუნიციპალიტეტში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუ გავითვალისწინებთ, თუნდაც იმ ახალ საარჩევნო სისტემას, სადაც მაქსიმალურადაა წარმოდგენილი ის საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც შეიძლებოდა გაგვეთვალისწინებინა კანონმდებლობაში. რაც მთავარია, ეს მოხდა საერთო კონსენსუსის საფუძველზე, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დონორების და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. პირველად საქართველოში ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიას, ელექტრონული ხმის მიცემის სისტემას, რომელიც ყველას გვაინტერესებს და ამას ელოდება არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა, ელოდებიან სხვა ქვეყნებში, რომელთაც დიდი მოლოდინი აქვთ, თუ როგორ შევძლებთ ამ სისტემების დანერგვას და მართვას.

მნიშვნელოვანია დავიცვათ კოვიდ-უსაფრთხოების წესები. ვაქცინაცია არის პირველი გამოსავალი, რომ ჩვენ შევძლოთ უხილავი მტრის დამარცხება, ჩვენი ოჯახების და ახლობლების დაცვა. ასევე მნიშვნელოვანია ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება.

დარწმუნებული ვარ, არჩევნები ჩაივლის მშვიდად, კონკურენტულ, დემოკრატიულ გარემოში. სადაც ყველას თავისუფლად შეეძლება არჩევანის გაკეთება. ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. პროვოკაციები მოსალოდნელია, მაგრამ ჩვენ ამის არ გვეშინია, რადგან ვიცით, მზად ვართ, რომ უზრუნველვყოთ არჩევნების მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩატარება.

გეგმები, ხედვები, რომელიც გაგვაჩნია, გვარწმუნებს, რომ პირველივე ტურში შევძლებთ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა კუჭავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს