ბუქარესტსა და რუმინეთში კონფერენცია - Energy Week Black Sea გაიმართება

ბუქარესტსა და რუმინეთში, 28-30 სექტემებრს, ჰიბრიდულ ფორმატში, მაღალი დონის საინვესტიციო კონფერენცია Energy Week Black Sea გაიმართება.

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, Energy Week Black Sea- ზე საქართველოდან ერთ-ერთ სპიკერად წარმოდგენილია GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი, რომელიც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებსა და ჰიდრო პოტენციალზე ისაუბრებს.

საქართველოდან სპიკერად, ასევე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წევრი - მაია მელიქიძე.

„#EWBS აერთიანებს სამთავრობო უწყებებს, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო კომპანიებს, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და უცხოელ კერძო ინვესტორებს. კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ენერგეტიკის გარშემო არსებული საკითხები, განახლებადი ენერგიები, მწვანე წყალბადი, რეგიონალური ურთიერთკავშირები, ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები სხვა აქტუალური თემები.

ღონისძიება კომპანია Invest In Network-ის ორგანიზებით იმართება, რომელიც სპეციალიზირებულია განვითარებადი ბაზრებისთვის, ენერგეტიკის ინდუსტრიაში, კონსულტაციაზე. კომპანიის ძირითად პრიორიტეტს კი განახლებადი ენერგიის წყაროები წარმოადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა