ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 95 პაციენტია მოთავსებული, აქედან 20 რეანიმაციულ განყოფილებაშია

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 95 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 20 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რამდენიმე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

„ამჟამად წევს 95 პაციენტი, მშობელიც და ბავშვი ერთად, მათგან 20 პაციენტი რეანიმაციაშია. 45 დღის ბავშვი მართვით სუნთქვაზეა უკვე 3 კვირაა, კიდევ რამდენიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე. კიდევ ერთი პაციენტია, რომლის მდგომარეობაც ასევე მძიმეა. ეს ბავშვი ქუთაისიდან გადმოიყვანეს, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, მაგრამ უკვე ორ კვირაზე მეტია მართვითი სუნთქვიდან მოხსნილი იყო. თუმცა, ბავშვს ცერებრალური დამბლა აქვს, ღრმა ჩამორჩენა გონებრივი და ფსიქომოტორული განვითარების, ასევე ეპილეფსია. პაციენტს გულყრები დაეწყო, რის გამოც მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო