ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის  განცხადებით, მსოფლიოში ხორბლის ბაზარზე სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, ფასი გაზრდილია და მოლოდინიც კარგი არ არის

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, დღესდღეობით ხორბლის ბაზარზე სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, ხორბლის ფასი გაზრდილია და მოლოდინიც კარგი არ არის.

როგორც სილაგავა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნავს, რუსეთიდან იმპორტირებულმა იაფმა ფქვილმა, შესაძლოა, ქართული წისქვილკომბინატები არჩევანის წინაშე დააყენოს „გააგრძელონ ხორბლის დაფქვა და გამოუშვან ფქვილი, რომელიც უფრო მაღალი ფასის არის, თუ გადავიდნენ იმპორტირებული ფქვილის შემოტანაზე“.

სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ფქვილის მხოლოდ იმპორტით შემოტანას, წისქვილკომბინატებში სამუშაო ადგილებისა და ხორბლის მარაგების შემცირება მოჰყვება.

„მოლოდინი გვქონდა, რომ უფრო კარგი წელი იქნებოდა ხორბლის მარაგების და მოსავლის მხრივ. სამწუხაროდ მოლოდინი არ გამართლდა და დღესდღეობით სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა ხორბლის ბაზარზე, მათ შორის მსოფლიოში. ხორბლის ფასი გაზრდილია და სამწუხაროდ, მოლოდინიც არ არის კარგი. აგვისტოს თვე საკმაოდ რთული იყო, თუმცა სექტემბრის ანალიტიკით გარკვეული სტაბილიზაცია მსოფლიოში მიღწეულია, მაგრამ ვერ ფარავს აგვისტოში მოსალოდნელი მოსავლის სერიოზულ კლებას.

ხორბლის მარაგები არის თუმცა, სტრატეგიულად თუ შევხედავთ წისქვილკობინატებიც არჩევანის წინაშე არიან გააგრძელონ ხორბლის დაფქვა და გამოუშვან ფქვილი, რომელიც უფრო მაღალი ფასის არის, თუ გადავიდნენ იმპორტირებული ფქვილის შემოტანაზე. თუ ამ მხრივ გავაგრძელებთ, ეს იწვევს თანმხლებ პროცესებს, წისქვილებში სამუშაო ადგილების შეზღუდვას და ხორბლის მარაგებიც ნაკლები იქნება. შესაბამისად, ქვეყნა გადავა პირდაპირ ფქვილის შემოტანაზე საცხობში და ჯაჭვი „ადგილზე ხორბალი, გზაში ხორბალი და ახალი კონტრაქტი“ შესაძლოა გაწყდეს“, - განაცხადა სილაგავამ.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში ფქვილის მხოლოდ იმპორტით შემოტანა, ქატოს გაძვირებასაც გამოიწვევს, რაც შეიძლება მეცხოველეობაზე აისახოს.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება