ანა ნაცვლიშვილი - ღარიბაშვილმა ან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მოსმენაზე ან თქვას, რომ არის ბუტაფორია და მის დაქვემდებარებაში მყოფ სუს-ს ოპოზიცია აკონტროლებს

ღარიბაშვილმა ან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მოსმენაზე ან თქვას, რომ არის უუნარო პრემიერი, ფაქტობრივად ბუტაფორია და მის დაქვემდებარებაში მყოფ სუს-ს ოპოზიცია აკონტროლებს, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებზე პრემიერ - მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გავრცელებულ ინფორმაციას „ბინძური პროვოკაცია“ უწოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ქვეყნის მთავარ ინსტიტუტებზე" თავდასხმად შეაფასა.

მისივე თქმით, მისი განცხადება ოქტომბრის შემდეგ დაანონსებულ „ნულოვან კომპრომისზე“ ავტორიტარული მმართველის განცხადებაა.

„ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც მიემართება ოქტომბრის შემდგომ გამოცხადებულ დევნის და რეპრესიების ქრონიკებს, ავტომატურად ჯდება ავტორიტარული მმართველის განცხადებებში, დემოკრატიულ სახელმწიფოებში მმართველები ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ. მან კიდევ ერთხელ მოხაზა ის სივრცე რომელსაც ის ეკუთვნის - ავტორიტარიზმს. რაც შეეხება ოპოზიციის მიმართულებით ისრების გადატანას, ღარიბაშვილს ახლა აქვს ორი არჩევანი - ან თქვას, რომ ის არის იმდენად სუსტი და უუნარო პრემიერი, რომ მასთან დაქვემდებარებულ სუს-ს ოპოზიცია ვაკონტროლებთ და მაშინ უნდა გადადგეს, თუ ასეთი უუნარო პრემიერია, ან უნდა აღიაროს, რომ სამღვდელოების ან სხვათა მოსმენებს აკეთებს ის უწყება, რომელიც კანონით პირდაპირ არის მის დაქვემდებარებაში. ან აიღოს პასუხისმგებლობა მოსმენებზე, რადგან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი უწყება ახორციელებს მოსმენას ან ის არის საოცრად უუნარო, ფაქტობრივად, ბუტაფორია და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებას აკონტროლებს სხვა და ჰოი საოცრებავ, ეს არის ოპოზიცია“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ადამიანმა, ვინც გამოქვეყნებულ ფაილებში თავის თავი ამოიცნო, გამოძიებას უნდა მიმართოს იმის მიუხედავად, გამოძიებას ენდობა თუ არა, რადგან ამ ამ ადამიანებმა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეძლონ დარღვეული უფლებების აღდგენა და უკანონო მოსმენის პრაქტიკის დასრულება ქვეყანაში.

„დღეს საქართველოში პროცესებს წარმართავენ არა პოლიტიკური ლიდერები, ღია, კანონზე დაფუძნებული პროცესები კი არ მიმდინარეობს, არამედ სადღაც დახურულ კულუარებში დაწერილი და კომპრომატებზე აწყობილი სქემებით წყდება ქვეყნის მართვა და ხალხის ბედი. ეს არის მთავარი პრობლემა და ეს თუ არ დასრულდება, არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ეს არის ყველაზე უფრო მძიმე ფსკერი, ამის იქით კიდევ უფრო მძიმე პროცესები დაიწყება და განვითარდება. ტოტალური კონტროლი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა