ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ მმართველობის დღეები უკვე შეზღუდულია, 3 კვირაზე ნაკლებია დარჩენილი

ჩვენ ნებისმიერი გამოწვევებისთვის და ზეწოლისთვის მზად ვართ, „ქართული ოცნების“ მმართველობის დღეები უკვე შეზღუდულია, დარჩენილია 3 კვირაზე ნაკლები, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ მოწმეთა გამოკითხვის შემდეგ აღნიშნა, აქვს სრული საფუძველი ივარაუდოს, რომ მის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა ყოფილი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის დავალებით ხორციელდებოდა.

,,სამწუხაროა, რომ პროკურატურაში მომუშავე ახალგაზრდა ადამიანები ვერ ახერხებენ გაუძლონ მათზე ზეწოლას. უკვე მეორედ დადასტურდა, რომ ვასაძე, მაშინდელი მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე იყო ამ დევნის უშუალო კოორდინატორი. მაქვს სრული საფუძველი ვივარაუდო, რომ ის შალვა თადუმაძის დავალებით ახორციელებდა ამას, შემდგომ ავალებდნენ პროკურორებს, რომლებიც ვერ უძლებდნენ ზეწოლას და ნებისმიერ ბრძანებას ასრულებენ. ამ ახალგაზრდა პროკურორს, რაზეც პასუხის გაცემა არ უნდოდა, ამბობდა, რომ არ ახსოვს. ის სამწუხარო მოცემულობა, რომ მან ასეთ ბინძურ პოლიტიკურ დევნაში მიიღო მონაწილეობა მას არ აძლევს მოსვენებას, მე ასეთი განცდა მაქვს. თუმცა, ჩვენ ნებისმიერი გამოწვევებისთვის და ზეწოლისთვის მზად ვართ, „ქართული ოცნების“ მმართველობის მართვის დღეები უკვე შეზღუდულია, დარჩენილია 3 კვირაზე ნაკლები. ჩვენ უნდა დავასრულოთ ქვეყანაში ასეთი ტიპის პროკურატურა და მართლმსაჯულება“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს