საბურთალოს რაიონში, ოთხ მისამართზე ელექტროპანდუსი დამონტაჟდა

საბურთალოს რაიონში, ოთხ მისამართზე ელექტროპანდუსები დაამონტაჟეს. კერძოდ, მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბურთალოს გამგეობამ, დოლიძის ქუჩა კორპუსი N7, ბალანჩივაძეების ქუჩა N8, პეტრიწის ქუჩა N4ა და ცინცაძის ქუჩა N9-ში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ელექტროპანდუსები მოაწყო.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

მერიის ცნობით, საცხოვრებელი კორპუსების ადაპტირების შემდეგ, შშმ პირებს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ.

მათივე ინფორმაციით, პროექტები საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 178 895 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები კი, კომპანიამ „იმგო“ შეასრულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა