ბადრი ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე - ეს არის განწირული ადამიანის რიტორიკა, რომელმაც იცის, რომ მარცხდება

ეს არის განწირული ადამიანის რიტორიკა, რომელმაც იცის, რომ მარცხდება და ასეთი ტიპის განცხადებებით, მუქარით ცდილობს დარჩენილი მომხრეების მობილიზებას, - ასე ეხმაურება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თქმით, მმართველი გუნდი არჩევნების შემდეგ ყველა მოღალატეს და მტერს საკადრის პასუხს გასცემს.

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, წინასაარჩევნოდ თავმოყვარე პოლიტიკოსებმა ასეთი განცხადებები არ უნდა გააკეთონ.

“ჩვენ ერთი ქვეყანა გვაქვს. ასეთი უპასუხისმგებლობა, როდესაც ემუქრები პოლიტიკურ ოპონენტებს არცერთ ცივილიზებულ, ევროპულ სახელმწიფოში არ ხდება“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს