ბადრი ჯაფარიძე - როცა გახარია იყო პრემიერი, მაშინ სამხარაულის ბიურო კარგი იყო - საქმე გვაქვს პოლიტიკოსთან, რომელიც, როგორც ვითარებას სჭირდება, იმის მიხედვით აკეთებს განცხადებებს

როდესაც გახარია იყო პრემიერ-მინისტრი, მაშინ სამხარაულის ბიურო კარგი იყო. საქმე გვაქვს პოლიტიკოსთან, რომელიც, როგორც ვითარებას სჭირდება, იმის მიხედვით აკეთებს განცხადებებს, - ასე ეხმაურება პარტია „ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმად, მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა და ტესტს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩაიტარებს.

ბადრი ჯაფრიძის განცხადებით, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს, როდესაც მათ ინტერესებში იყო, „სამხარაულის ბიუროს დასკვნებს სიხარულით იყენებდნენ“.

„როდესაც გახარია იყო პრემიერ-მინისტრი, მაშინ სამხარაულის ბიურო კარგი იყო და არ შეიძლებოდა მისი მოსყიდვა, არ იყო ნეპოტიზმი და კორუფცია არ ყვაოდა, 6 თვეში მოხდა ეს ყველაფერი. საქმე გვაქვს პოლიტიკოსთან, რომელიც როგორც ვითარებას სჭირდება იმის მიხედვით აკეთებს განცხადებებს. თუ სამხარაულის ბიუროს შეუძლია ასეთი ტიპის დასკვნები გასცეს, ყველა თანამდებობის პირი პასუხისმგებელია ვინც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში იყო პრემიერ-მინისტრი, მათ შორის გახარიაც, რომელმაც არაფერი არ გააკეთა. პირიქით, დარწმუნებული ვარ, მისი მმართველობის დროს სამხარაულის ბიუროს დასკვნებს სიხარულით იყენებდნენ, როდესაც მათ ინტერესებში იყო ეს”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს