„არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, დასკვნითი სამუშაოებს გერმანული კომპანია Cerafiltec განახორციელებს

„არემჯიში“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც გერმანული კომპანია Cerafiltec-ის (სერაფილტეკი) ინჟინრები ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „არემჯი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის დასკვნითი ეტაპი, უცხოელი სპეციალისტების მიერ „არემჯი კოპერის“ და „არემჯი გოლდის“ ორ ლოკაციაზე თანამედროვე, წყლის ქიმიური გამწმენდი ნაგებობების მონტაჟს და მათ ექსპლუატაციაში გაშვებას ითვალისწინებს.

ქიმიური გამწმენდი ნაგებობის ამუშავების შედეგად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოხდება საწარმოო წყლების სრული გაწმენდა და მათი შემდგომი ჩაშვება მდ.კაზრეთულასა და მდ. მაშავერაში, რაც სრულად გამორიცხავს მდინარეების დაბინძურებას.

„Cerafiltec გერმანული ბრენდია, რომელიც საარლენდის უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს და კერამიკული მემბრანის ფილტრებს აწარმოებს. აღნიშნულ ფილტრებს აქვს ძალიან პატარა ფორები, ამიტომ მასში ვერ აღწევს უმცირესი ბაქტერიაც კი. ჩვენს მიერ დამზადებული ფილტრები იდეალურია წყლისგან მძიმე მეტალების მოსაშორებლად. ჩვენს მიერ „არემჯის“ ორ ლოკაციაზე დამოტაჟებული ქიმიური გამწმენდი ნაგებობის მუშაობის დასკვნითი ეტაპი ფილტრაციაა, რის შედეგადაც წყალს სცილდება ყველა სახის მეტალები. საბოლოოდ ვიღებთ სუფთა, გაფილტრულ წყალს, რომელიც შემდგომში ჩაედინება მდინარეში“, - განაცხადა Cerafiltec-ის დამფუძნებელმა მარტინ კაშეკმა.

უახლოეს მომავალში, წყალდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში, მსგავსი ტიპის ქიმიური გამწმენდი ნაგებობა დამონტაჟდება №4 ფუჭი ქანების სანაყაროს ძირში, რაც დამატებით უზრუნველყოფს მდ. ფოლადაურის დაცვას.

2018 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობის საფუძველზე, „არემჯიმ“ შეიმუშავა გარემოსდაცვითი პროგრამა, რომელიც კომპანიის სალიცენზიო ტერიტორიაზე საწარმოო პროცესების ზემოქმედების შემცირებისა და მათი მაქსიმალურად შერბილების მიზნით, სხვადასხვა გარემოსდაცვითი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობს.

წყალდაცვითი ღონისძიებების დასკვნითი ეტაპის დასრულებით (რაც გულისხმობს ზემოთ მოყვანილი წყლის გამწმენდი ნაგებობების ესპლუატაციაში გაშვებას) შესრულებული იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 – 2018 წლებში გაცემული მიწერილობის ყველა პირობა.

„არემჯიმ“ ამ დროისთვის გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, 98 შემარბილებელი ღონისძიება განახორციელა, რომელთა უმეტესი ნაწილი წყლის, ჰაერის და ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. გარემოსდაცვითი პროგრამის შესრულებაზე განხორციელებულმა ინვესტიციამ 30 000 000 ლარი შეადგინა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს