ირაკლი ღარიბაშვილი - გუშინ გავრცელდა მორიგი ცილისწამება და სიცრუეზე დაფუძნებული მასალები, მათი მიზანია, გარკვეული უთანხმოება ჩამოვარდეს მთავრობასა და ეკლესიას შორის

გუშინ გავრცელდა მორიგი ცილისწამება და სიცრუეზე დაფუძნებული გარკვეული მასალები, დოკუმენტაცია, რომლითაც, მათი მიზანი და ამოცანაა, რომ რაღაც გარკვეული უთანხმოება ჩამოვარდეს მთავრობასა და ეკლესიას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არ ყოფილა ასეთი ერთობა, როგორიც დღეს არის მთავრობასა და ეკლესიას შორის.

„ამ დროს, ყველამ კარგად იცის, რომ არ ყოფილა ასეთი ერთობა, როგორიც არის დღეს მთავრობასა და ეკლესიას შორის და რატომ? ჩვენ არ ვიძახით, უნაკლონი ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენ შეცდომები მოგვსვლია და კიდევ მოგვივა, მაგრამ ყველაფერი შედარებითია, ჩვენ ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება, ჩვენი გამოწვევებით, ჩვენი შეცდომებით, ხარვეზებით, მაგრამ მივდივართ წინ. ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა უპრეცედენტო, უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა. ვინ, თუ არა ქართველებმა, ძალიან კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, ვიცით ომის ფასი, ვიცით გმირობის ფასი, ერთგულების ფასი, სამშობლოს სიყვარულის ფასი, მაგრამ გვინახავს ღალატიც, შიშიც და ლაჩრობის ძალიან ბევრი მაგალითიც. ხალხი ბრძენია და ყველაფერს ხედავს, ხალხი აკეთებს სწორ არჩევანს, შემთხვევითი არ არის, რომ შვიდ არჩევნებში "ქართული ოცნება" იმარჯვებს და კვლავაც, მერვე არჩევნებში გაიმარჯვებს იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს დღეს ქვეყანაში.

2 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ყველგან, ყველა ქალაქში ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი ხალხის მხარდაჭერით და ქვეყანა გააგრძელებს სტაბილურ მშვიდობიან განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო