კულტურის კომიტეტზე ნატა ფერაძესა და გრიგოლ ვაშაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

კულტურის კომიტეტზე ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით 2500 მოქალაქის პეტიციაზე მსჯელობისას სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძესა და დეპუტატ გრიგოლ ვაშაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ნატა ფერაძემ ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით წარმოთქმულ ვაშაძის პოზიციას კრიტიკით უპასუხა და მის შეფასებას სისულელე უწოდა, რამაც გრიგოლ ვაშაძე გააღიზიანა.

„ქალბატონი რომ არ იყოთ, სხვანაირად დაგელაპარაკებოდით. ზრდილობა ისწავლეთ უპირველეს ყოვლისა. მშვენივრად ვიცი, რასაც ვლაპარაკობ, თქვენგან განსხვავებით. ზრდილობა და ქცევა ისწავლეთ, ფეხი ჩამოწიეთ და ისე ისაუბრეთ. გეგონებათ ოჯახში გაიზარდეთ“, - მიმართა გრიგოლ ვაშაძემ ნატა ფერაძეს.

ცნობისთვის, კომიტეტის სხდომაზე ვაშაძემ განაცხადა, რომ აბსოლუტური დეჟავუ აქვს.

„გეგონება უკან გადავედი, ხელისუფლებაში ვარ და ოპოზიცია გვედავება მესტიის მუზეუმზე, რომ ექსპონატების გაყიდვას ვაპირებთ, ყველაფერს ვანადგურებთ და ა.შ. იმას კი არ ვამბობ, რომ კმაყოფილი ვარ, რაც დღეს ხდება, მართლა აღარ შეიძლება ყველაფრის პოლიტიზირება. ის შენობა ინგრევა, ეს ვიცი. შვილი და სტუმრები მყავდა. ის რომ ექსპონატები გადასარჩენია, ფაქტია. სარდაფში თუ ვინმე ჩაბრძანებულხარ, ნახავთ, რა დღეშია ფუნდამენტი“, - აღნიშნა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა