მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შესახებ იუსტიციის სამინისტროს ბრძანება უკრაინის სასამართლომ ძალაში დატოვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირების შესახებ იუსტიციის სამინისტროს ბრძანება უკრაინის სასამართლომ ძალაში დატოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მეგის ქარდავას ადვოკატმა მაქსიმ სიჩენკომ განუცხადა, ქარდავას საქართველოში ექსტრადირება ორი კვირის განმავლობაში მოხდება.

„ჩვენ გავასაჩივრეთ ბრძანება ექსტრადირების შესახებ, მაგრამ უარი გვითხრეს. ახლა მისი საქართველოში ექტრადიცია მოხდება, რასაც უახლოეს 2 კვირაში ველოდებით, კონკრეტული თარიღი არ გვაქვს“, - განაცხადა სიჩენკომ.

ცნობისთვის, მეგის ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, „ციხის ბუნტის“, თანხის გაფლანგვის საქმეები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო