ნიკოლოზ ვაშაკიძე - სუს-ი მკვეთრად არის აცდენილი კონსტიტუციურ ჩარჩოებს და მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, სუს-ი მკვეთრად არის აცდენილი კონსტიტუციურ ჩარჩოებს, თავისი პირდაპირი მოვალეობისა და ამოცანების ნაცვლად მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.

ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, შესაძლოა, გარკვეული ძალები, რომლებსაც სუს-ის შიგნით პოზიციები აქვთ, არჩევნების წინ „ოცნების“ პოზიციების მორღვევას ან მასთან ვაჭრობას ცდილობენ.

"არ არის გამორიცხული კიდევ რაიმე მსხვილი გაჟონვა იყოს ჰაერში დაკიდებული. მე გამოვრიცხავ ამას პროდასავლური ოპოზიციის მხრიდან. ეს ძალები ან საერთოდ არ ყოფილან ხელისუფლებაში, ან უკვე საკმაოდ დიდი ხანია ჩამოცილებული არიან ხელისუფლებას. ძალოვან სტრუქტურებში შესაბამისი წმენდები არაერთხელ ჩატარდა და ამ სტრუქტურების შიგნით მათ ამ ტიპის ქმედებების საშუალებები არ აქვთ. აქ უფრო მნიშვნელოვანია სხვა რამ, სუს-ის მუშაობის კიდევ ერთხელ გამომზეურებული არსი და სტილი. ცალსახად იკვეთება, რომ ეს უწყება მკვეთრად არის აცდენილი კონსტიტუციურ ჩარჩოებს და თავისი პირდაპირი მოვალეობისა და ამოცანების ნაცვლად მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება", - განაცხადა ვაშაკიძემ.

აქვე, ნიკოლოზ ვაშაკიძის თქმით, მომავალში ამ საკითხს სერიოზული ყურადღება უნდა დაეთმოს და მომდევნო ხელისუფლებამ უნდა შექმნას მყარი საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარანტიები ამ სიმახინჯის არ დასაშვებად.

„სინამდვილეში ამ უკანონო ამოცანებისთვისაც ამგვარი პრაქტიკა ძალიან არაეფექტიანია. სისტემად ჩამოყალიბებული თვალთვალი და მოსმენა რეალურად არაფერს სძენს პოლიტიკურ სტაბილურობას. პირიქით, ქმნის ყოვლისშემძლეობის სახიფათო ილუზიას, აჩლუნგებს და აბრმავებს სპეცსამსახურებს, უკარგავს მათ და ხელისუფლებას შემოქმედებითი მუშაობის და სტრატეგიული ხედვის უნარს. ამ შეცდომას წინა ხელისუფლებაც უშვებდა. საბოლოოდ გაირკვა, რომ მოსმენებმა და თვალთვალმა ვერანაირი ხეირი ვერც წინა ხელისუფლებას მოუტანა. სამწუხაროდ, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ამ გამოცდილებიდან ვერანაირი გაკვეთილი ვერ გამოიტანა”, - აცხადებს პოლიტიკური პარტია “ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს