ანა ბიბილაშვილი - უცნობია,  რა ბედი ელის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს, კომიტეტის დამოკიდებულება ბუნდოვანია

„ლელოს" მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით. კულტურის კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ და საკითხის ირგვლივ კითხვები დასვეს ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა, ლელოს მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა, ლელოს ლიდერებმა მედეა მეტრეველმა და საბა ბუაძემ.

მუზეუმთან დაკავშირებით, მოქალაქეებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა შეიმუშავეს პეტიცია, რომლის ერთ-ერთი ხელმომწერი თავად ბიბილაშვილია და რომელიც დღეს კომიტეტზე უნდა განხილულიყო, თუმცა კომიტეტზე განაცხადეს რომ პეტიცია გადაგზავნილია კულტურის სამინისტროში და ელოდებიან მათ პასუხს.

„ლელოს" მერობის კანდიდატი, კი კომიტეტის გადაწყვეტილებას შაბლონურს უწოდებს.

„დღეს ვიყავით კულტურის კომიტეტზე, სადაც განხილული იყო პეტიცია, მუზეუმის შენობასთან დაკავშირებით, პეტიცია ითვალისწინებს ორ საკითხს: ერთი რომ კულტურის სამინისტროს პოზიცია ბუნდოვანია, მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ვითხოვთ, იმას რომ შენობა ნაგებობის რეაბილიტაციისას ჩართული იყვნენ სპეციალისტები ამ პროცესებში.

სამწუხაროდ, კულტურის კომიტეტმა მიიღო მარტივი შაბლონური გადაწყვეტილება, რომ პეტიცია უნდა გადაუგზავნოს კულტურის სამინისტროს, მათგან მიიღოს პასუხი და მხოლოდ ამ შემთხვევაში დააკმაყოფილებენ 3000 მოქალაქის მოთხოვნას, რომ ყველაფერი იყოს საჯარო. ამ სამი ათასი ხელმომწერიდან ერთ-ერთი მე ვარ და ვითხოვთ პროცესის გამჭვირვალობას, რაც დაგვარწმუნებს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცულობაში. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ შენობა-ნაგებობა იქნება აღდგენილი და შეინარჩუნებს იმ ფუნქციას რაც დღე აქვს. მათგან ეს მექანიზმი და ჩვენს კითხვაზე პასუხები, მწუხაროდ ვერ მივიღეთ", - განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა