ანა ბიბილაშვილი - ჩნდება განცდა, რომ ქვეყანაში ყველას უსმენენ, რაც არის პირდაპირი მცდელობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიითვისოს, ხელში მოიგდოს ყველა ინსტიტუტი

მოსმენები, რომ გრძელდება, ეს სამწუხარო ფაქტია - ეს არის პირდაპირი მცდელობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიითვისოს და ხელში მოიგდოს ყველა ინსტიტუტი, რაც კი ქვეყანაში არსებობს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ „ლელო საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა განაცხადა, რითაც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული პროცესები წინასაარჩევნო გარემოს ხელს უშლის.

„სამწუხაროდ, ჩნდება განცდა, რომ ამ ქვეყანაში ყველას უსმენენ და რატომ? ეს არის პირდაპირი მცდელობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიითვისოს და ხელში მოიგდოს ყველა ინსტიტუტი, რაც კი ქვეყანაში არსებობს. ეს არის მახინჯი სისტემა, რომელიც სამწუხაროდ, ვერ დავარღვიეთ და ვერ გავარღვიეთ. ეს პროცესი, რომელსაც უკვე 2 დღეა ვუყურებთ და დაანონსებულია, რომ კიდევ გაგრძელდება, სამწუხაროდ, ხელს უშლის იმ წინასაარჩევნო გარემოს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქალაქისთვის. პროცესები მიდის იმ მიმართულებით, რომ ადამიანებს უჩნდებათ უფრო მეტი ნიჰილიზმი და უიმედობის განცდა“, - განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს